ოფიციალური საიტი პროგრამისა რომელსაც გამოვიყენებთ.
აქ დამწყებებს აგიხსნით თუ როგორ დააკომპილიროთ თქვენი სკრიპტები windows executable ფაილებად.
ვიწერთ py2exe-ს პითონის შესაბამისი ვერსიისთვის და ვაინსტალირებთ იქ სადაც გვაქ პითონი(მაგალითად c://python26).
დალშე ვქმნით ორ ფაილს(იმავე ფოლდერში სადაც გვაქ სკრიპტი): setup.py, click.py
click.py-ში ეწერება:
from os import system
system("setup.py py2exe")
ვთქვათ სკრიპტს ჰქვია:Our_script.py
setup.py-ში ეწერება:
from distutils.core import setup
import py2exe
setup(console=["Our_script.py"])
თუ Our_script.py არი GUI პროგა და არ გინდათ კონსოლი გამოჩნდეს,მაშინ:
1) Our_script.py გადავარქვათ ასე: Our_script.pyw
2) setup.py-ში ჩაწერეთ:
from distutils.core import setup
import py2exe
setup(console=["Our_script.pyw"],windows = ["Our_script.pyw"])
მორჩა :).
გაუშვით click.py და იგი დაიწყებს საჭირო ფაილებს თავმოყრას ერთად(პროგრამის პრინციპია ასეთი).
მაგრამ ამდენ წვალებას ჯობია ჩემი დაწერილი ერთი პატარა სკრიპტი გამოიყენოთ:
from os import system, remove
s=raw_input("skriptis saxeli:")
S="setup.py"
text="""
from distutils.core import setup
import py2exe
setup(console=["%s"],windows = ["%s"])
"""%(s,s)
j=open(S,"w")
j.write(text)
j.close()
system(S+" py2exe")
remove(S)
გავუშვებთ ამ სკრიპტს მივუთითებთ დასაკომპილირებელი სკრიპტის სახელს(სახელს იმ შემთხვევაში თუ იგი იმავე ფოლდერშია,წინააღმდეგ შემთხვევაში მის სრულ მისამართს).
ორივე შემთხვევაში პროგა შექმნის ორ ფლდერს : dist-სა და build-ს, ეს უკანასკნელი შეგიძლიათ წაშალოთ.
ხოლო dist საჭიროა.მასში მდებარე Our_script.exe არი დაკომპილირებული ფაილი…მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარტო ეგ ამოიღოთ დაგადაიტანოთ სადაც გინდათ… არა! dist ფოლდერში მყოფი ყველა ფაილი საჭიროა Our_script.exe-ს გასაშვებად.
:)
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს ფაილები გააერთიანოთ ერთ გამშვებ ფაილად, მაგალითად WinRar-ის გამოყენებით:
ვაარქივებთ dist ფოლდერში ყველა ფაილს SFX-ით. მაგრამ ყველაფერი ლამაზად რომ იყოს SFXის option-ში უნდა შეცვალოთ შემდეგი:
- Run after extraction:Our_script.exe(ან ის სახელი რაც თქვენსას ჰქვია)[ტაბ General-ში]
- silent mode:თუ პროგრამა დიდი არააა და გაშვებასაც(დაარქივებამდე) დიდ დროს არ ანდომებს მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ მონიშნოთ -hide all, სხვა შემთხვევაში – hide start dialog.[ტაბ modes-ში]

0 Responses to “Compiling Python Scripts into Win Executable”