მანამ ცვლადებზე გადავალთ, კომენტარები. პითონი კომენტარებს აღიქვამს # ამ სიმბოლოს შემდომ სიმბოლოებს ახალ ხაზამდე!
მაგრამ კომენტარის გაკეთება ეშმაკურადაც: სამ ბრჭყალებში(""" CommentText """
) მოთავსებული ტექსტი საერთოდ არის DocString–ი(კლასებზე დაფუნქციებზე რომ გადავალთ დავაზუსტებ),რომელიც ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კომენტარი…
ცვლადების მინიჭება უმარტივესია,პითონში მისი ზოგადი სახე ასეთია:
variable_name=value
სადაც variable_name ცვლადის სახელია, ხოლო value მნიშვნელობა. ხოლო “=” ეს სიმბოლო არის მინიჭების სიმბოლო.
variable_name უნდა დაიწყოს ალფაბიტით ან ქვედატირეთი(underscore) ანუ a-Z ან _
variable_name ვერ იქნება ვერცერთი keyword. ხოლო keyword–ებია:
False,class,finally,is,return,None,continue,for
lambda,try,True,def,from,while,and,del,global
not,with,as,elif,if,or,yield,assert,else,import,in
pass,break,except,raise
კივორდების “საქმიანობებს” განვიხილავ მერე :)
მონაცემთა ტიპები:
არსებობს 6 ძირითადი ტიპი პითონში, ესენია:
1)integer–მთელი რიცხვი
2)long integer–დიდი დიაპაზონის მთელი რიცხვი
3)float–მცურავწერტილიანი რიცხვი,ანუ ათწილადი.
4)string–ტექსტი
5)list–სია,მონაცემებთა ერთობლიობა, რომელთა ინდექსირება ხდება რიცხვებით.
6)dictionary–სია,მონაცემებთა ერთობლიობა, რომელთა ინდექსირება ხდება ნებისმიერი string–ით.
მონაცემების მინიჭება ცვლადებზე(შესაბამისობა დაცულია):
1)My_INT=5
2)My_L_INT=-123L
3)My_FLOAT=-23.8
4)My_STRING="chemi teqsti :D ormagi brchyalit"
ასევე შესაძლებელია ასე:
4*)My_STRING_='chemi teqsti :D apostrofit'
4**)My_STRING__="""chemi teqsti :D sami brchyalit
romelsac sheudzlia axal xazzec wakitxva :))"""
^ამ შემთხვევაში ეს სამი ბრჭყალები Doc String-ად არ ჩაითვლება. ამ სამ ბრჭყალს აქ ის გამოყენება აქ რომ აღარ ხდება საჭირო ახალი ხაზის(‘\n’) სიმბოლოს გამოყენება.^
5)My_LIST=["dabaduba",26987,-9L,"""xazi#1
xazi#2""",0.003,[":)",'(:']]
–როგორც ხედავთ სია უნდა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში. ასევე შესაძლებელია სიაში იყოს სია.
6)My_DICT={"magida":"table","skami":"chair","dzagli":"dog"}
–როგორც ხედავთ dictionary ფიგურალურ ფრჩხილებშია მოთავსებული ინდექსი და ველი(ანუ სიის წევრი) ‘:’ ამით არის გამოყოფილი.
შენიშვნა ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ:
a=b=c=d=5
. მთავარია 5–ი იყოს ბოლოში. და ასეთი რამაც:
a,b,c,d=5,5,5,5
.მთავარია 5იყოს იმდენჯერ რამდეჯერაც ცვლადებია მძიმით გამოყოფილი.
Python Trick: სხვა ენებში როცა გვინდა ცვლადებს(ვთქვათ a,b–ს) მნიშვნელობები გავცვალოთ ვაკეთებთ ასე:
droebiti_cvladi=a
a=b
b=droebiti_cvladi
მაგრამ პითონი გვაძლევს საშუალებას მარტივად გამოვიყენოთ მისი სინტაქსის ეს ნაწილი(გავიხსენოთ a,b,c,d=5,5,5,5)
a,b=b,a
[Python RuleZ :))]
მონაცემების მიღება(შესაბამისობა დაცულია,ანუ ზედა ექსვსიდან პირვლი პირველს ემთხვევა):
1)print My_INT
-არაფერი განსაკუთრებული დაბეჭდავს ხუთიანს.
2)print My_L_INT
-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს -123-ს და L-საც,ანუ:-123L.
3)print My_FLOAT
-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს -23.8-ს
4)print My_STRING
-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს “chemi teqsti :D ormagi brchyalit” (ბრჭყლაების გარეშე).
შენიშვნა: სთრინგის სიმბოლოზე წვდომა შეიძლება კუთხოვანი ფრჩხილით,რომელთა შორის იქნება რიცხვი, რომელიც გვეუბნება თუ მერამდენეა,ის. ანუ:
print My_STRING[0]
–დაბეჭდავს:c–ს. იმიტომ რომ ის რიცხვი კი არ გვიჩვენებს მერამდენეა, არამედ თუ რამდენი სიმბოლოს შემდეგია სიმბოლო. ანუ:
print My_STRING[10]
–დაბეჭდავს t-ს. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ პითონი ათვლას იწყებს 0–დან.
5)print My_LIST[0]
აქაც იგივე პირველი წევრის გამოძახებისთვის კვ. ფრჩხილებში–0,მეორესთვის–1, დაასე შემდეგ. ანუ
My_LIST[0] არის: dabaduba
My_LIST[1] არის: 26987 და
My_LIST[3] არის:
xazi#1
xazi#2
6) აქაც სიის მსგავსად კვ. ფრჩხილები, და ახლა რიცხვის მაგიერ სთრინგი, რომელიც :–ის მარცნივ დგას. ანუ My_DICT–დან თუ გვინდა მაგიდის თარგმანი
(ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სიას ლექსიკონის დანიშნულება მივეცი,თან სიმბოლურია, სიის ტიპი ხომ dictionary–ა:)) ვწერთ ასე:My_DICT["magida"]
. ფუნქცია დააბრუნებს: table–ს.
თუ დავწერთ My_DICT["skami"]
იქნება chair. ალბათ გასაგებია ხომ?
PROBLEMS(შეამოწმე შენი თავი:)))
1)რომელია სწორი ფორმა?
a. _GiO_DiX="""" Gio Dixtosa :D"""
b. cvladi#1=12L
c. cvladiN-1=-89
d. False=-9L
პასუხი:a
რომელია არასწორი ფორმა?
a. VaRiaBle="True"
b. sityva="stringua :D'
c. RETURN= "-<?"
d. true,false="martalia",-1
პასუხი:b
First Steps With Python_Hello World
Published დეკემბერი 23, 2009 პროგრამირება , First Steps With Python , Python Leave a Commentტეგები:კომენტარები, პითონი, comments, first steps, hello world, Python
პითონზე მე უკვე შეგიქმენით წარმოდგენა წინა ამ პოსტში.
ახლა დავიწყოთ სწავლა…
პირველ რიგში რითიც ყველა იწყებს არის ბძანება კონსოლში ‘hello world’–ის გამოტანის :). პითონში ეს ასე ხდება :
print "hello world"
აქ ბრჭყალები შეიძლება იყყოს ორმაგიც(“) ან უბრალოდ აპოსტროფიც(‘).
ასე მარტივადაა ყველაფერი. ეს ბრძანება შეგვიძლია ორნაირად გავუშვათ:
1)ვაკეთებთ ახალ ფაილს .py გაფართოებით ვწერთ მოცემულ კოდს ვინახავთ და ფაილს ორჯერ ვაკლიკებთ. რადგან პითონი ინტერპრეტატორული ენაა ეგრევე გახსნის და გაუშვებს.
2)ვხსნით run-ს და ვწერთ შიგნით python-ს , იმიტომ რომ გაიხსნას პითონის კონსოლი,გახსნილ კონსოლშიც ვწერთ იგივე კოდს და Enter
მეორე შემთხვევაში ყველაფერს დავინახავთ და გაგვიხარდება(:დ) მაგრამ პირველ შემთხვევაში გაშვებისას დავინახავთ კონსოლს, რომელიც მალევე დაიხურება ეს იმიტომ რომ ჰელლო ვორლდის გამოტანის შემდეგ პროგას საქმე აღარ ‘დარჩა’,ასეთ დროს პროგა იხურება…
გავაკეთოთ ისე რომ პროგა მაშინ დაიხუროს როცა ჩვენ გვინდა, ამიტომ ვამატებთ
raw_input(“press Enter to close”). სინამდვილეში ეს არის ინფუთის(შეტანის ფუნქცია),შეგყავს სიმბოლოები აწვები ენთერს და პროგა ცვლადს ანიჭებს მიღებულ ინფორმაციას და დაიხურება. დეტალურად განვიხილავ მომდენო პოსტში.
ანუ გამოდის ასე:
print "hello world"
raw_input("press Enter to close")