First Steps With Python_ცვლადები


მანამ ცვლადებზე გადავალთ, კომენტარები. პითონი კომენტარებს აღიქვამს # ამ სიმბოლოს შემდომ სიმბოლოებს ახალ ხაზამდე!

მაგრამ კომენტარის გაკეთება ეშმაკურადაც: სამ ბრჭყალებში(""" CommentText """) მოთავსებული ტექსტი საერთოდ არის DocString–ი(კლასებზე დაფუნქციებზე რომ გადავალთ დავაზუსტებ),რომელიც ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კომენტარი…

ცვლადების მინიჭება უმარტივესია,პითონში მისი ზოგადი სახე ასეთია:
variable_name=value
სადაც variable_name ცვლადის სახელია, ხოლო value მნიშვნელობა. ხოლო “=” ეს სიმბოლო არის მინიჭების სიმბოლო.

variable_name უნდა დაიწყოს ალფაბიტით ან ქვედატირეთი(underscore) ანუ a-Z ან _
variable_name ვერ იქნება ვერცერთი keyword. ხოლო keyword–ებია:
False,class,finally,is,return,None,continue,for
lambda,try,True,def,from,while,and,del,global
not,with,as,elif,if,or,yield,assert,else,import,in
pass,break,except,raise

კივორდების “საქმიანობებს” განვიხილავ მერე :)

მონაცემთა ტიპები:
არსებობს 6 ძირითადი ტიპი პითონში, ესენია:
1)integer–მთელი რიცხვი
2)long integer–დიდი დიაპაზონის მთელი რიცხვი
3)float–მცურავწერტილიანი რიცხვი,ანუ ათწილადი.
4)string–ტექსტი
5)list–სია,მონაცემებთა ერთობლიობა, რომელთა ინდექსირება ხდება რიცხვებით.
6)dictionary–სია,მონაცემებთა ერთობლიობა, რომელთა ინდექსირება ხდება ნებისმიერი string–ით.

მონაცემების მინიჭება ცვლადებზე(შესაბამისობა დაცულია):
1)My_INT=5
2)My_L_INT=-123L
3)My_FLOAT=-23.8
4)My_STRING="chemi teqsti :D ormagi brchyalit"
ასევე შესაძლებელია ასე:
4*)My_STRING_='chemi teqsti :D apostrofit'
4**)My_STRING__="""chemi teqsti :D sami brchyalit
romelsac sheudzlia axal xazzec wakitxva :))"""

^ამ შემთხვევაში ეს სამი ბრჭყალები Doc String-ად არ ჩაითვლება. ამ სამ ბრჭყალს აქ ის გამოყენება აქ რომ აღარ ხდება საჭირო ახალი ხაზის(‘\n’) სიმბოლოს გამოყენება.^
5)My_LIST=["dabaduba",26987,-9L,"""xazi#1
xazi#2""",0.003,[":)",'(:']]

–როგორც ხედავთ სია უნდა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში. ასევე შესაძლებელია სიაში იყოს სია.
6)My_DICT={"magida":"table","skami":"chair","dzagli":"dog"}
–როგორც ხედავთ dictionary ფიგურალურ ფრჩხილებშია მოთავსებული ინდექსი და ველი(ანუ სიის წევრი) ‘:’ ამით არის გამოყოფილი.
შენიშვნა ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ:
a=b=c=d=5. მთავარია 5–ი იყოს ბოლოში. და ასეთი რამაც:
a,b,c,d=5,5,5,5.მთავარია 5იყოს იმდენჯერ რამდეჯერაც ცვლადებია მძიმით გამოყოფილი.

Python Trick: სხვა ენებში როცა გვინდა ცვლადებს(ვთქვათ a,b–ს) მნიშვნელობები გავცვალოთ ვაკეთებთ ასე:
droebiti_cvladi=a
a=b
b=droebiti_cvladi

მაგრამ პითონი გვაძლევს საშუალებას მარტივად გამოვიყენოთ მისი სინტაქსის ეს ნაწილი(გავიხსენოთ a,b,c,d=5,5,5,5)
a,b=b,a
[Python RuleZ :))]

მონაცემების მიღება(შესაბამისობა დაცულია,ანუ ზედა ექსვსიდან პირვლი პირველს ემთხვევა):
1)print My_INT-არაფერი განსაკუთრებული დაბეჭდავს ხუთიანს.
2)print My_L_INT-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს -123-ს და L-საც,ანუ:-123L.
3)print My_FLOAT-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს -23.8-ს
4)print My_STRING-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს “chemi teqsti :D ormagi brchyalit” (ბრჭყლაების გარეშე).
შენიშვნა: სთრინგის სიმბოლოზე წვდომა შეიძლება კუთხოვანი ფრჩხილით,რომელთა შორის იქნება რიცხვი, რომელიც გვეუბნება თუ მერამდენეა,ის. ანუ:
print My_STRING[0]–დაბეჭდავს:c–ს. იმიტომ რომ ის რიცხვი კი არ გვიჩვენებს მერამდენეა, არამედ თუ რამდენი სიმბოლოს შემდეგია სიმბოლო. ანუ:
print My_STRING[10]–დაბეჭდავს t-ს. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ პითონი ათვლას იწყებს 0–დან.
5)print My_LIST[0] აქაც იგივე პირველი წევრის გამოძახებისთვის კვ. ფრჩხილებში–0,მეორესთვის–1, დაასე შემდეგ. ანუ
My_LIST[0] არის: dabaduba
My_LIST[1] არის: 26987 და
My_LIST[3] არის:
xazi#1
xazi#2
6) აქაც სიის მსგავსად კვ. ფრჩხილები, და ახლა რიცხვის მაგიერ სთრინგი, რომელიც :–ის მარცნივ დგას. ანუ My_DICT–დან თუ გვინდა მაგიდის თარგმანი
(ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სიას ლექსიკონის დანიშნულება მივეცი,თან სიმბოლურია, სიის ტიპი ხომ dictionary–ა:)) ვწერთ ასე:My_DICT["magida"]. ფუნქცია დააბრუნებს: table–ს.
თუ დავწერთ My_DICT["skami"] იქნება chair. ალბათ გასაგებია ხომ?

PROBLEMS(შეამოწმე შენი თავი:)))
1)რომელია სწორი ფორმა?
a. _GiO_DiX="""" Gio Dixtosa :D"""
b. cvladi#1=12L
c. cvladiN-1=-89
d. False=-9L
პასუხი:a

რომელია არასწორი ფორმა?

a. VaRiaBle="True"

b. sityva="stringua :D'

c. RETURN= "-<?"

d. true,false="martalia",-1

პასუხი:b

Advertisements

5 Responses to “First Steps With Python_ცვლადები”


  1. 1 giorgi დეკემბერი 31, 2009, 11:31

    ძალიან კარგი შესავალი სტატიაა.
    რამოდენიმე შენიშვნა მექნება, თუ ნებას მომცემ:

    ^ამ შემთხვევაში ეს სამი ბრჭყალები კომენტარში არ ჩაითვლება, ამ სამ ბბრჭყალს აქ ის გამოყენება რომ აღარ ხდება საჭირო^

    ეს კომენტარი არაა არცერთ შემთხვევაში, უბრალოდ, როცა ერთეულის (მოდული, კლასი, “ფუნქცია”) თავშია, მაშინ ავტომატურად ჯდება ამ მოდულის ე.წ. docstring-ად.

    მაგრამ პითონი გვაძლევს საშუალებას მარტივად გამოვიყენოთ მისი სინტაქსის ეს ნაწილი(გავიხსენოთ a,b,c,d=5,5,5,5)
    a,b=b,a

    ესაა პითონის ერთ–ერთი საბაზო (built-in) ტიპიs, tuple–ის გამოყენების მაგალითი.
    კიდევ, ტიპის განსაზღვრა და გადამოწმება შეიძლებოდა, ყოფილიყო განხილული და ერთი რამ, კიდევ – copy da deepcopy-ის განხილვაც უნდა შემდეგ სტატიაში, თუ ამ სერიას გააგრძელებ, იმიტომ რომ პითონის ცვლადი by reference–ით მუშაობს.

    • 2 Dixtosa დეკემბერი 31, 2009, 11:43

      მდა. :|.
      ჩავასწორებ მაშინ მაგეებს :)
      ;)

      კი ამ სერიებს ვაგრძელებ(პრეფიქსით First Steps with python)

      ამის მერე წიგნით ვიხელმძღვანელებ. :D

  2. 3 giorgi დეკემბერი 31, 2009, 11:54

    მშვენიერი სტატიებია, არაფერი განსაკუთრებული ჩასწორება არ უნდა ;)

    აი, ეს by-reference-to-value კი ოხერი რამეა, ამას ყურადღების მიქცევა უნდა, თორემ ძნელად დასაფიქსირებელი შეცდომები იპარება.

  3. 5 lasha იანვარი 22, 2013, 16:34

    გაუმარჯოს, კარგია მომეწონა dixtos შენი ნამუშევრები უკეტესი იქნება კიდე თუ გაგრძელდება მაგაზე განვითარება და უფრო მეტი ამოცანები დაიდოს


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




სტატისტიკა:

  • 26,748 hits

free counters

აბირჟავებენ


%d bloggers like this: