Archive for იანვარი, 2010

Soft. Crackin’ Tut[Geo]__შესავალი

რაობა
software cracking არი საქმიანობა როდესაც ფასიან პორგრამებს აფარჩაკებ:) ანუ ვთქვათ თუ კოდი ადევს:კოდის მოხსნა, თუ მხოლოდ 30 დღე აქ გამოყენების დრო,მისი გახანგრძლივება, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ..

შესავალი
კომპიუტერს ბრძანებები მიეწოდება 1იანებით და 0იანებით(ორობითი სისტემა), მაგრამ ადვილი მისახვედრია რომ ასე ბრძანებებს და მითუმეტეს პროგრამას არავინ დაწერ(და)ს,
ამიტომ გამოიგონეს assembly-ენა რომელიც assembler-ით გადადის მანქანურ კოდში,ანუ 1იანებში და 0იანებში.
ხოდა, მეგობრებო ასეთ ენებს:assembly,Fortran, უწოდებენ ‘low-level programming language’,
იმიტომ რომ ასეთი ენები მანქანის ენაზე პირდაპირ გადადის(Assembly-ს კოდი არის სიმბოლური წარმოდგენა მანქანური ბრძანებების.)
დალშე,კიდე მიხვდნენ იმასაც რომ არც ეს assembly იყო ოპტიმალური ენა და დაიწყო მაღალი კლასის პროგრამირების ენის გამოგონება, ერთერთი ცოტა ნორმალური იყო C, Dennis Ritchie-ს მიერ 72ში შექმნილი.
შემდგომ წლებში გამოჩნდა კიდე რამოდენიმე და დაიწყო ბუმი… იხვეწებოდა და იხვეწებოდა ენები…და ფაქტიურად უკვე გემოვნების საკითხი იყო რომელ ენას აირჩევდი.
მასეთ ენებს “high-level programming language” ეწოდა. ამ უკანასკნელი ტიპის ენაში პროგის წერა უფრო მარტივი იყო და ცოტა დროს მოითხოვდა.
ხო ეს შესავალი ისე, კაია მაინც. : ))

კრეკინგის არსი
Continue reading ‘Soft. Crackin’ Tut[Geo]__შესავალი’

First Steps With Python_ოპერატორები

ოპერატორები

ოპერატორები არის ის რითაც შეგვიძლია ცვლადებზე მანიპულირება.

ოპერანდები კი ისინი რაზეც ოპერაციას ვასრულებთ.

არითმეტიკული ოპერატორები რიცხვებზე.

ოპერატორი განმარტება
x + y მიმატება
x - y გამოკლება
x * y გამრავლება
x / y გაყოფა *
x // y მთელი განაყოფი**
x ** y ხარისხში აყვანა (xy)
x % y ნაშთი***

*მთელი გაყოფა ანუ x და y ის განაყოფს ჩამოსცილდება წერტილის შემდეგი ციფრები(თუ ექნება რათქმაუნდა),ადამიანურ ენაზე:რამდენჯერ მოთავსდება y–ი x -ში.

**თუმცა 7/4–იც 1–ია და არა 1.75.ეს ხდება მაშინ როცა მთელ რიცხვს ჰყოფთ მთელ რიცხვზე. სხვა შემთხვევაში(მთელი ათწილადზე) 1.75,ამიტომ ყურადღებით.ეს შეიცვალა პითონ 3.x-ში.

***ანუ აბრუნებს ნაშთს. მაგალითად 13%4 არის 1.

მინიჭების ოპერატორები:

ოპერატორი განმარტება
x = y x-ს მიენიჭება y
x += y x-ს მიემატება y
x -= y x-ს გამოაკლდება y
x *= y x–ი გამრავლდება y–ზე
x /= y x–ი გაიყოფა y–ზე
x //= y x და y–ის მთელი განაყოფი მიენიჭება x-სს
x **= y x ახარისხდება y–ით
x %= y x % y–ეს მიენიჭება x-სს

შემდეგი ცხრილი არის ორობითი ლოგიკური ოპერატორები რომლებიც int და long int ებზე სრულდება მხოლოდ.

ოპერატორი განმარტება
x << y მარცხნივ გადაადგილება*
x >> y მარჯვნივ გადაადგილება*
x & y ორობითი AND**
x | y ორობითი OR**
x ^ y ორობითი XOR (eXclusive OR)**
~x ორობითი უარყოფა***

*ეს არის ორობითი ოპერაცია ესეიგი ოპერანდები ჯერ გადაიყვანება ორობითში და შემდეგ სრულდება ოპერაცია. ოპერაცია << გულისხმობს ორობითი რიცხვის გადააადგილებას მარცხნივ, მაგალითად:

x=1 #ორობითში 0001

y=2

x<<y იქნება 0100 (1 გადაადგილდა ორი ნაბიჯით).

ასევე არის მარჯვნივ გადაადგილებაზეც:

x=15 # ორობითში 1111

y=1

x>>y იქნება 111 (გადაადგილდა მარჯვნივ, რის შედეგად ჩამოეჭრა 1).

**დაწერილი მაქ აქ

*** ორობითი რიცხვების ინვერსია ანუ 1გადავა 0ში და პირიქით.

შემდეგი ცხრილში არის წარმოდგენილი შდარებითი ოპერატორები. რომლებიც აბრუნებენ boolean მნიშვნელობებს ანუ ან True-ს ან False-ს.

ოპერატორი განმარტება
x < y x ნაკლებია y-ზე
x > y x მეტია y–ზე
x == y ტოლია
x != y არ არის ტოლი
x >= y მეტია ან ტოლია
x <= y ნაკლებია ან ტოლია

ცხრილის მიხედვით, თუ x არ არის ნაკლები(ტოლია ან მეტია) y–ზე დააბრუნებს False–ს წინააღმდეგ შემთხვევაში True. ესაა ყველა სტქრიქონში აზრი, მაგალითად კიდე თუ x==y დააბრუნებს True-ს მოლოდ მაშინ თუ ეს რიცხვები ერთმანეთს უდრის.

შედარებები შეიძლება გაერთიანდეს კიდევაც ასე: w<x<y<z. ეს შედარებები შეგიძლია წარმოვიდგინოთ ასე: (w<x) and (x<y) and (y<z).

ასევე შეიძლება ასეც  x<y>z , მაგრამ მკითხველისთვის(გაითვალისწინე რომ მკითხველი შეიძლება შენც იყო!) ძალიან რთული წასაკითხია.

შენიშვნა:ბოლო შედარებაში, x-სა და z–ს შორის არაფერი შედარება არ ხორციელდება.

ოპერაციები რიცხვებზე მხოლოდ შეიძლება ერთიდაიგიე ტიპზე, მაგრამ თუ სხვადასხვა ტიპებს ადარებ, პითონი მოქმედებს ასე:

  1. თუ ერთერთი ოპერანდი არის კომპლექსური რიცხვი მეორეც/დანარჩენებიც გადავაიყვანება კომპლექსურზე.
  2. თუ ერთერთი ოპერანდი არის float მეორეც/დანარჩენებიც გადავაიყვანება float–ზე.
  3. თუ ერთერთი ოპერანდი არი long integer მეორეც/დანარჩენებიც გადაიყვანება long integer–ზე.

შენიშვნა:როცა ვმუშაობთ int რიცხვებზე და როცა რაღაც ბრძანების გამო რიცხვი იზრდება იქამდე რომ გადააჭარბა მაქსიმალურ ზღვარს(), ამ დროს პითონი ავტომატურად გადაიყვანს long integer–ში.

უძალიანასმაგრესი(:D) საიტი midomi

შეიძლება ეს უკვე იცით მაგრამ მაინც დავწერ…

ეს საიტი დაგეხმარებათ  მხოლოდ მიკროფონით და ინეტიანი კომპით ,ნებისმიერი(ჰაუსის რეკლამიდან(:დ) დაწყებული ჯეოსელის რეკლამით დამტავრებული) სიმღერის ძებნაში.

დზდზ(:D) მაგარია  : ))
მიდომი

ვაწვებით ‘click and sing or Hum’ და წავიდა წაღიღინებაააა : ))

Some Opera tricks

ნუ ოპერა რო უძლიერესია დამეთანხმეთ :) ეხლა მის საიდუმლოებებზე გეტყვვით ცოტას.(>9.5)

Config page
აკრიფეთ ადრეს ბარში opera:config და, კი ესაც არი ერთი გვერდი ოპერაში სადაც შეძლბთ ბევრი რამის შეცვლას. იმის რის შეცვლაც ოპერას მენიუში ვერ იპოვით:)

ორჯერ დაკლიკებით Tab–ის დახურვა.
opera:config–აქ User Prefs–ეს გაშალეთ და ნახავთ:Doubclick to Close Tab და მიაპწიჩკეთ მერე მია–Save–თ და ეგაა:). ტაბზე ორჯერ დაკლიკავ და დაიხურება.

გვერდის სურსის შეცვლა ოპერიდან გაუსვლელად :D
ოპერის ძალიან მაგარი ფუნქცია გახსენი რა საიტიც გაინდა მოდით გავხსანთ http://www.google.ge/ მივაკლიკოთ Ctrl+U(ან მარჯვენათი და view source) გადაგვიყვანს ახალ სორს ტაბზე და მარტივი HTMLს ცოდნაც არ დაგვჭირდება რომ ჩავასწოროთ მაგალითად:”გვერდები შემდეგი ქვეყნიდან: საქართველო” გავხსნათ სირჩ ბოქსი(CTRL+F) მოვძებნოთ,ჩავასწოროთ(მაგალითად ასე “გვერდები შემდეგი ქვეყნიდან: მოზამბიკა :დ”) და “Apply changes”(ზევით მარცხნივ). შეგიძლიათ იხილოთ შედეგი ძველ ტაბზე,უკვე სახეშეცვლილი! :)

source viewer–ის შეცვლა.
ისევ და ისევ opera:config–ში User Prefs–ში არი Source Viewer და მანდ ჩაწერთ სასურველი ტექსტ ედიტორის ლინკს.

ჩანაწერები(Notes)
ალბათ გინახავთ ბრაუზინგის დროს ოპერაში და არ დაკვირვები ხართ თუ რაოდენ კარგი შეიძლება ის იყოს. უბრალოდ მონიშნეთ ტექსტი რომლის დამახსოვრებაც გინდათ მარჯვენა კლიკი და “copy to notes”. შემდეგ მენიუდან tools->notes, ან უფრო მარტივად გახსენით პანელების პანელი(ტაბების მარცხნივ) და აირჩიეთ.

სანაგვე ყუთი
თუ შემთხვევით დაგეხურათ(ან გეხურებათ ხოლმე) ტაბი ეს ფუნქცია გამოგადგებათ. ტაბების უკიდურეს მარჯვენა მხარეს არის “closed tabs” რომლის ჩამოშლის შემთხვევაში დაინახვთ იმ დღის ყველა გახსნილ და დახურულ ტაბებს ალაგებს დროის მიხედვით.

ღილაკების გადააადგილება.
მაგარია არა, reload რო სტატუს ბარზე იქნება?:დ იქნებ არა მარა მაინც ილუსტრაციის მიზნით ვიტყი: Tools>appearance>buttons ვირჩევთ სასურველ პანელს ამ შემთხვევაში:Browser დავინახავთ reload-ის ნიშანს(სკინს გაააჩნია ვერ ვიტყვი) მივალთ დავაჭერთ(ხელს არ ვუშვბთ) და გადაგვაქ სადაც გვინდა. ხო სხვათაშორის იმ appearance–ის “toolbar”–ზე თუ გადავალთ და personal panel მივაპწიჩკებთ გვექნება პერსონალური ბარი რაზეც რასაც გვინდა და როგორც გვინდა განვალაგებთ.

ტაბების დაცვა დახურვისგან.
კიდე ერთი დაცვა ზემოთ ნახსენები პრობლემისა(ხშირად ‘გვეხურება’ ტაბები) არის ტაბების დალუქვა:) მიაწკაპებთ ტაბს მარჯვენათი და “lock tab” ანლოქისთვის იგივეს აკეთებთ.

ვერტიკალური ტაბ ბარი.
tools>appearance>toolbar>position -ში მივუთითოთ ან left ან right და ეგაა.

ბუქმარქების, speed dial–ების და ეგეთების სინქრონიზაცია ოპერას სერვერზე.
ვინდის გადაყენების მერე ბუქმარქების და ეგეთების გახსსენება დებილი საქმეა ხო?:D . ხოდა ამიტომ ახლავე შედი tools>opera link sync.>enable sync. მერე გაივლით რაღაც რაღაც ფორმებს შეავსებთ. და დანარჩენს თვითონ იზავს. მერე სტატუს ბარზე გამოჩნდება მარცხნივ მაგის აიკონი. დავაკლიკავთ ,მერე my opera link page–ზე გადავალთ და დავლოგინდებით იმ ნიკით და პაროლით ფორმების შევსებაო და რაღაცეები რო გითხარით. და ვაბრაუზებთ იქაურობას, მიხვდებით რა.

გახსნილი გვერდების შენახვა.
file>sessions>save this session. გახსნისთვის file>sessions>manage sessions მერე ავირჩიოთ ჩვენი შენახული და open,ეს გახსნის ოპერას ახალ ფანჯარაში, თუ გვინდა რომ იგივე ფანჯარაში გავხსნათ open–ის დროს ჩავრთოთ “open tabs in current window” -ეს ჩეკბოქსი.

adBlock
ერთი კაი ფუნქცია ოპერასი, დამალოს ყველა რეკლამა. რას ვაკეთებთ ესაა მხოლოდ ვხსნით რეკლამიან გვერდს გვერდის ნებისმიერ ადგილას მივა–მარჯვენა–კლიკებთ და ვირჩევთ:block content. შემდეგ გვერდი გადავა ისეთ რეჟიმში სადაც შეგიძლიათ ერთი მიწკაპინებით დაბლოკოთ კონტენტი,რომელიც არ გინდათ რომ გამოჩნდეს.

საკუთარი CSS სტილი საიტზე
ოპერა შესაძლებლობას გვაძლევს დავაყენოთ რამე css სტილი ერთ კონკრეტულ საიტზე ან მთლიანად. ამ უკანასკნელის გასაკეთებლად ვაწვებით CTRL+F12 content>style options და სულ ქვევით ვირჩევთ სასურველ css ფაილს,თუ რათქმაუნდა ვიპოვეთ ინეტში.
კონკრეტული საიტისთვის ვიმეორებთ იგივეს და style optionის მაგივრად ვაწვებით manage site preferences>add –ვწერთ საიტს და გადავდივართ Display ტაბზე და ვირჩევთ ისევ css ფაილს. ვსო.

ხმოვანი ოპერა
აბა რა არის ოპერა ხმის გარეშე?, პავარტოტიიი:D:D. Tools->Preferences-ს advanced ტაბში ნახავთ Voice, გადადით და “enable voice-contolled browsing” ჩეკბოქსი ჩართეთ, მერე მოგთხოვთ რაღაცის გადმოწერას, დაეთანხმეთ. დაშემდეგ insert ღილაკით შეძლებთ ხმით მისცეთ ბრძანებები. მხოლოდ ვინდიკაზე :|

სურათის სწრაფი შენახვა
მიდი სურათთან დააჭირე CTRL-ს (არ აუშვათ)და მერე სურათს, და ეგაა გამოხტება სურათის შენახვის ფანჯარა.

და მოკლედ ოპერას კონფიგ გვერდზე იბოდიალეთ და ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. : ))  დიალოგ ბოქსები მათი ზომები ფერები და სხვა.


სტატისტიკა:

  • 25,046 hits

free counters

აბირჟავებენ