First Steps With Python_ოპერატორები


ოპერატორები

ოპერატორები არის ის რითაც შეგვიძლია ცვლადებზე მანიპულირება.

ოპერანდები კი ისინი რაზეც ოპერაციას ვასრულებთ.

არითმეტიკული ოპერატორები რიცხვებზე.

ოპერატორი განმარტება
x + y მიმატება
x - y გამოკლება
x * y გამრავლება
x / y გაყოფა *
x // y მთელი განაყოფი**
x ** y ხარისხში აყვანა (xy)
x % y ნაშთი***

*მთელი გაყოფა ანუ x და y ის განაყოფს ჩამოსცილდება წერტილის შემდეგი ციფრები(თუ ექნება რათქმაუნდა),ადამიანურ ენაზე:რამდენჯერ მოთავსდება y–ი x -ში.

**თუმცა 7/4–იც 1–ია და არა 1.75.ეს ხდება მაშინ როცა მთელ რიცხვს ჰყოფთ მთელ რიცხვზე. სხვა შემთხვევაში(მთელი ათწილადზე) 1.75,ამიტომ ყურადღებით.ეს შეიცვალა პითონ 3.x-ში.

***ანუ აბრუნებს ნაშთს. მაგალითად 13%4 არის 1.

მინიჭების ოპერატორები:

ოპერატორი განმარტება
x = y x-ს მიენიჭება y
x += y x-ს მიემატება y
x -= y x-ს გამოაკლდება y
x *= y x–ი გამრავლდება y–ზე
x /= y x–ი გაიყოფა y–ზე
x //= y x და y–ის მთელი განაყოფი მიენიჭება x-სს
x **= y x ახარისხდება y–ით
x %= y x % y–ეს მიენიჭება x-სს

შემდეგი ცხრილი არის ორობითი ლოგიკური ოპერატორები რომლებიც int და long int ებზე სრულდება მხოლოდ.

ოპერატორი განმარტება
x << y მარცხნივ გადაადგილება*
x >> y მარჯვნივ გადაადგილება*
x & y ორობითი AND**
x | y ორობითი OR**
x ^ y ორობითი XOR (eXclusive OR)**
~x ორობითი უარყოფა***

*ეს არის ორობითი ოპერაცია ესეიგი ოპერანდები ჯერ გადაიყვანება ორობითში და შემდეგ სრულდება ოპერაცია. ოპერაცია << გულისხმობს ორობითი რიცხვის გადააადგილებას მარცხნივ, მაგალითად:

x=1 #ორობითში 0001

y=2

x<<y იქნება 0100 (1 გადაადგილდა ორი ნაბიჯით).

ასევე არის მარჯვნივ გადაადგილებაზეც:

x=15 # ორობითში 1111

y=1

x>>y იქნება 111 (გადაადგილდა მარჯვნივ, რის შედეგად ჩამოეჭრა 1).

**დაწერილი მაქ აქ

*** ორობითი რიცხვების ინვერსია ანუ 1გადავა 0ში და პირიქით.

შემდეგი ცხრილში არის წარმოდგენილი შდარებითი ოპერატორები. რომლებიც აბრუნებენ boolean მნიშვნელობებს ანუ ან True-ს ან False-ს.

ოპერატორი განმარტება
x < y x ნაკლებია y-ზე
x > y x მეტია y–ზე
x == y ტოლია
x != y არ არის ტოლი
x >= y მეტია ან ტოლია
x <= y ნაკლებია ან ტოლია

ცხრილის მიხედვით, თუ x არ არის ნაკლები(ტოლია ან მეტია) y–ზე დააბრუნებს False–ს წინააღმდეგ შემთხვევაში True. ესაა ყველა სტქრიქონში აზრი, მაგალითად კიდე თუ x==y დააბრუნებს True-ს მოლოდ მაშინ თუ ეს რიცხვები ერთმანეთს უდრის.

შედარებები შეიძლება გაერთიანდეს კიდევაც ასე: w<x<y<z. ეს შედარებები შეგიძლია წარმოვიდგინოთ ასე: (w<x) and (x<y) and (y<z).

ასევე შეიძლება ასეც  x<y>z , მაგრამ მკითხველისთვის(გაითვალისწინე რომ მკითხველი შეიძლება შენც იყო!) ძალიან რთული წასაკითხია.

შენიშვნა:ბოლო შედარებაში, x-სა და z–ს შორის არაფერი შედარება არ ხორციელდება.

ოპერაციები რიცხვებზე მხოლოდ შეიძლება ერთიდაიგიე ტიპზე, მაგრამ თუ სხვადასხვა ტიპებს ადარებ, პითონი მოქმედებს ასე:

  1. თუ ერთერთი ოპერანდი არის კომპლექსური რიცხვი მეორეც/დანარჩენებიც გადავაიყვანება კომპლექსურზე.
  2. თუ ერთერთი ოპერანდი არის float მეორეც/დანარჩენებიც გადავაიყვანება float–ზე.
  3. თუ ერთერთი ოპერანდი არი long integer მეორეც/დანარჩენებიც გადაიყვანება long integer–ზე.

შენიშვნა:როცა ვმუშაობთ int რიცხვებზე და როცა რაღაც ბრძანების გამო რიცხვი იზრდება იქამდე რომ გადააჭარბა მაქსიმალურ ზღვარს(), ამ დროს პითონი ავტომატურად გადაიყვანს long integer–ში.

Advertisements

0 Responses to “First Steps With Python_ოპერატორები”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




სტატისტიკა:

  • 25,312 hits

free counters

აბირჟავებენ


%d bloggers like this: