Soft. Crackin’ Tut[Geo]__შესავალი


რაობა
software cracking არი საქმიანობა როდესაც ფასიან პორგრამებს აფარჩაკებ:) ანუ ვთქვათ თუ კოდი ადევს:კოდის მოხსნა, თუ მხოლოდ 30 დღე აქ გამოყენების დრო,მისი გახანგრძლივება, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ..

შესავალი
კომპიუტერს ბრძანებები მიეწოდება 1იანებით და 0იანებით(ორობითი სისტემა), მაგრამ ადვილი მისახვედრია რომ ასე ბრძანებებს და მითუმეტეს პროგრამას არავინ დაწერ(და)ს,
ამიტომ გამოიგონეს assembly-ენა რომელიც assembler-ით გადადის მანქანურ კოდში,ანუ 1იანებში და 0იანებში.
ხოდა, მეგობრებო ასეთ ენებს:assembly,Fortran, უწოდებენ ‘low-level programming language’,
იმიტომ რომ ასეთი ენები მანქანის ენაზე პირდაპირ გადადის(Assembly-ს კოდი არის სიმბოლური წარმოდგენა მანქანური ბრძანებების.)
დალშე,კიდე მიხვდნენ იმასაც რომ არც ეს assembly იყო ოპტიმალური ენა და დაიწყო მაღალი კლასის პროგრამირების ენის გამოგონება, ერთერთი ცოტა ნორმალური იყო C, Dennis Ritchie-ს მიერ 72ში შექმნილი.
შემდგომ წლებში გამოჩნდა კიდე რამოდენიმე და დაიწყო ბუმი… იხვეწებოდა და იხვეწებოდა ენები…და ფაქტიურად უკვე გემოვნების საკითხი იყო რომელ ენას აირჩევდი.
მასეთ ენებს “high-level programming language” ეწოდა. ამ უკანასკნელი ტიპის ენაში პროგის წერა უფრო მარტივი იყო და ცოტა დროს მოითხოვდა.
ხო ეს შესავალი ისე, კაია მაინც. : ))

კრეკინგის არსი

კრეკინგი გულისხმობს executable(გაშვებადი,მაგალითად:EXE,COM) ფაილის low-level ენაში გადაყვანას და იმდენის ჩალიჩს რო პროგას თავისკენ მოახედონ : ))

განმარტებები
assembler – პროგა რომელსაც assembly-ს ინსტრუქციები გადაჰყავს შესაბამის ოპერაციის კოდებში.
compiler – პროგრამა რომელსაც პროგრამის სორსი გადაყჰავს ერთი კომპიუტერული ენიდან მეორე კომპ. ენაში.
ხშირად გამოიყენება executable ფაილის შესაქმნელად,ანუ high-level ენა გადაჰყავს მანქანურ ენაში…
DisAssembler – პროგრამა რომელსაც მანქანური კოდი გადაჰყავს assembly-ში, საწინააღმდეგო რასაც აკეთებს ასემბლერი.
Debugger – ტულზი რომელიც გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ პროგრამის მსვლელობას, გავაჩეროთ სადაც გვინდა და ასე შემდეგ.
stack(სტეკი) – არის სპეციალური ტიპის მახსოვრობა მონაცემების მიღება/შენახვის LIFO სტრუქტურით. ეს არ არის ვინჩესტერის მსგავსი მახსოვრობა ეს არის პროცესორს მიბმული მახსოვრობა,
რომლიდანაც მონაცემის მიღება უფრო სწრაფია ვიდრე ვინჩოდან.
LIFO(last-in,first-out) – მონაცემების სპეციფიკური შენახვა/ამოღების სტრუქტურა,რომელიც გავს აგურების აგებას და შემდგომ დაშლას: ბოლოს დადებული აგური დაშლისას აიღება პირველი.
API(Application Programming Interface) – ყველა ის ბრძანება,ფუნქცია,ბიბლიოთეკა(DLL),პროტოკოლი რომელიც პროგრამისტს ეხმარება პროგის აწყობაში.
API საშუალებას აძლევს პროგრამისტს უკვე განსაზღვრული ფუნქციები გამოიყენოს, მაგალითად GUI-ს სამრთავად user32.dll ბიბლიოთეკა გამოიყენება.
GUI(Graphical User Interface) – ეს არის ერთერთი გზა პროგრამებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ოღონდ გრაფიკული…
BreakPoint – შეწყვეტის წერტილი(ადგილი) – ეს არის ყველაზე დიდი პლიუსი დებუგერების, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავაჩეროთ,
უფრო სწორედ დავაპაუზოთ პროგრამა ნებისმიერ ხაზზე/ადრესსზე(ბრძანებაზე) და მერე დავაკვირდეთ ან დავდუმპოთ
ან რავი უბრალოდ ვსინჯოთ პროგა მაგ ხაზამდე მიდის თუ არა : ))
Dump – გაშვებული პროცესის შენახვა executable ფაილად.

must have toolz
Debuggers – SoftICE(SICE)
DisAssemblers – IDA ,W32Dasm და OllyDBG
Hex editors – იშვიათად(disasmebler–ებს აქ პლაგინათ) მაგრამ დაგვჭირდება მაინც. Hiew and Hex workshop.
PE identifiers – პროგა რომელიც იგებს რაშია დაPACKული ან აწყობილი ან დაკრიპტული.PEiD,EXEinfo კარგებია.
ფაილების/რეგისტრების მონიტორინგი – Regmon Filemon.
import reconstructor პროგრამები – ProcDump,ImpRec.

cracking sites
http://cracklab.ru
http://www.team-uare.net
http://www.woodmann.com/krobar
http://www.exetools.com

http://www.woodmann.net/collaborative/tools/index.php/Category:RCE_Tools

Advertisements

1 Response to “Soft. Crackin’ Tut[Geo]__შესავალი”


  1. 1 გიო თებერვალი 8, 2012, 10:26

    საინტერესოა :)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




სტატისტიკა:

  • 25,312 hits

free counters

აბირჟავებენ


%d bloggers like this: