First Steps With Python_Functions


ფუნქციები პითონში არის დაძახებადი ობიექტები(დაძახება გამოიხატება ობიექტის ბოლოში () სიმბოლოების მიწერა), რომლებსაც შეიძლება გადავცეთ რაღაც არგუმენტები(პარამეტრები),და ასევე დაგვიბრუნოს რაიმე ობიექტი.

ფუნქციის აღწერა ხდება “def”(define ინგლ.–განსაზღვრა)–ის დახმარებით. ფრჩხილებში მოთავსებულია ზემოთ ნახსენები არგუმენტები(პარამეტრები)

აღწერის ზოგადი სახეა:
def funqciis_saxeli(argument1,argument2,…):
    …ბრძანებები…
    …ბრძანებები…
    …ბრძანებები…

ფუნქციის გამოძახება:
funqciis_saxeli(argument1,argument2,…)
მარტივი მაგალითი:
def Add_Numbers(a,b):
    c=a+b
აჰა, ყველაფერი კარგადაა მაგრამ ამ ფუნქციას ვერ გამოვიყენებთ თუ ჯამი არ დავაბრუნეთ, რაც ხდება return ბრძანებით:
def Add_Numbers(a,b):
    c=a+b
    return c

ახლა გამოვიძახოთ ხელახლა და ცვლად jami-ს მივანიჭოთ შედეგი:
jami=Add_Numbers(1,2)
ცვლადი jami მიიღებს მნიშვნელობას:3
ესაა სულ ფილოსოფია :)

ეს მარტივი ფუნქცია(Add_Numbers) შეკრებს(თუ არგუმენტები string-ებია შეაწებებს) მითითებულ ორ აგუმენტს. მაგრამ ეს არის დაუცველი ფუნქცია,
მაგალითად თუ პირველი არგუმენტი სთრინგია და მეორე რაიმე რიცხვის ტიპის ცვლადი ამოაგდებს Traceback ერრორს.\
ჩაწერეთ 54+”45″ კონსოლში. ამოაგდებს:
Traceback (most recent call last):
File “<stdin>”, line 1, in <module>
TypeError: unsupported operand type(s) for +: ‘int’ and ‘str’

დაცვა ბევრნაირად შეიძლება ერთ ერთი:
def Add_Numbers(a,b):
    if type(a)==type(b):
        return a+b
    else:
        return None

type-იც ფუნქციაა ხვდებით და აბრუნებს მიღებული ცვლადის ტიპს.

None არის გლობალური Built-in NoneType-ტიპის ცვლადი,კონსტანტა რაც ნიშნავს იმას რომ მნიშვნელობას ვერ შევუცვლით.

დასკვნა:

*ფუნქცია გაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ბრძანებების ჯგუფს მოუყრაო თავი ერთად და ერთ ხაზის იქით მოიაზრებოდეს ბევრი სხვა კომპლექსური ბრძანებები.
*ფუნქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში კოდი შეიძლება გახდეს უფრო პატარა.

Advertisements

3 Responses to “First Steps With Python_Functions”


  1. 3 vast :) ივლისი 22, 2010, 17:29

    gasagebat ari axsnili yvela detali,spasiba :)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




სტატისტიკა:

  • 25,496 hits

free counters

აბირჟავებენ


%d bloggers like this: