რატომ პითონი?


  1. სინტაქსს საშუალო დონეზე ძალიან მალე ისწავლი. საუბარია საათობრივ თანრიგზე და არა დღეზე, კვირაზე ან თვეზე.
  2. pdb მოდულით თავისუფლად შეგიძლია გააჩერო პროცესი სადაც გინდა. დებაგერია.
  3. აქვს ძალიან გამოსადეგი მოდულები.
  4. მოჰყვება ოფლაინ დოკუმენტაცია (ინტერნეტი აღარაა პრობლემა მაგრამ მაინც:) ) ცალკე მოდულად, სადაც ყველა მოდული კარგადაა ახსნილი.
    import pydoc
    pydoc.gui()
  5. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება მარტივია.
  6. პითონი არის მკაცრი ენა. ერთი რაღაცა ყველაზე მარტივად შეიგძლია გააკეთო მხოლოდ ერთი გზით,დანარჩენი თუ იქნა ე.ი. რთული გზაა.
  7. IPython არის ძალიან კარგი REPL(ანუ იგივე კონსოლი)
  8. თუ გინდა რომ დაათვალიერო კლასი, მოდული ან საერთოდაც ნებისმიერი ტიპის ობიექტი იყენებ დაჩდგმულ ფუნქციას: dir. ვთქვათ გვაქ ობიექტი X მასზე ინფორმაციას მოვიპოვებთ ასე: dir(x). რაც ჩემი აზრით დამწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ასათვისებლად. ეს ფუნქცია კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ტურისტებისთვის , ანუ მათთვის ვინც არჩევს პითონს კოდს და შეიძლება არ იყოს ენის სწავლით დაინტერესებული, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალურები და ვთქვათ სიმართლე: მავანი რომკბილს მოუსინჯავს პითონს ვეღარ შეელევა მერე მას :)).
  9. აქვს შესანიშნავი გარე მოდულები (sympy,skype4py,numpy), უბრალოდ გაოცდები.
  10. py2exe საშუალებას იძლევა კოდი გაშვებადი გახადო, კომპზე სადაც პითონი არაა დაყენებული. ამას აკეთებს ინტერპრეტატორის და ბიბლიოთეკების მიბმით დაკომპილირებულ კოდთან ერთად. ცოტა ჩალიჩის მერე ერთი exe ფაილიც შეგიძლია მიიღო.
  11. Jpython JVM-სი ხოლო IronPython CLR (.NET) იმპლემენტაციებია.
  12. თითქმის ყველაფერი არის ძალიან კარგად დოკუმენტირებული.
  13. აქვს OpenGL მხარდაჭერა (PyOpenGL)
  14. GUI Toolkit-ის ფარტო ასორტიმენტი.
  15. ლინუქსის ზოგიერთ დისტროს (უბუნთუს მაგალითად) მოჰყვება დაყენებული უკვე.
  16. import this
Advertisements

3 Responses to “რატომ პითონი?”


  1. 1 UnDeaD თებერვალი 8, 2012, 10:45

    და რატომ არა javascript, Visual C++, C ან რამე მაგდაგვარი? პითონზე ბევრი არაფერი გამიგია..

  2. 2 sxirtla აპრილი 30, 2013, 17:43

    7-ზე http://repl.it/languages-ი მოსინჯე, დაგევასება! ;)

  3. 3 Uri თებერვალი 28, 2015, 18:06

    ერთ პლიუსსაც დავამატებ, კროსპლატფორმულია, დაწერ სრულფასოვან პროგრამებს Linux, Windows, Mac, Android, IOS სისტემებისთვის.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




სტატისტიკა:

  • 25,496 hits

free counters

აბირჟავებენ


%d bloggers like this: