Archive for the 'დაუკატეგორიებული ))' Category

ჩემი ჰიპოთეზა:დრო მიდის დანაყოფებით!

ჰმ, ესეიგი მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ჰიპოთეზა დროის სვლის შესახებ :დ.
მინდა დაგიმტკიცოთ რომ დრო მიდის დანაყოფებით :)

ავიღოთ რომელიმე დრო მაგალითად ღამის 11საათი 59 წუთი და 59 წამი(არ აქვს არსებითი მნიშვნელობა), დავაკვირდეთ, დრო მიდის… მიდის… მიდის და უახლოვდება 12 საათს, მივიდა 12:59:59.999–მდე,აგრძელებს რათქმაუნდა(ცხრების მარჯვნივ მდგომი ნოლები,რომლებიც არ იწერება, ხომ უნდა შეიცვალოს 9ით?–დიახ) სვლას და ჯერჯერობით ისევ აკლია თორმეტს.
მიდის დრო, მიჰქრის კიდევაც მაგრამ…მაგრამ მაინც ვერ გახდა 12,მაგრამ მიაღწია ახლა უკვე 12:59:59.999999,შემდეგ ისევ ის მეორდება წეღან რაც ვთქვი. ხომ მეთანხმებით რაც ვთქი ყველაფერში? რა, არა? მიდის ჯერ 0.1 ერთეულით მერე 0.01 მერე 0.001 და ასე შემდეგ. ძალიან რომ დაპატარავდება მერე კიდე მოიკლებს(ხომ ვიცით რომ არ არსებობს რიცხვი რომელზე ნაკლებიც არ არსებობს:). და პირიქით:)) მაგრამ თორმეტი ჯერ კიდევ არაა!!, მერე კიდე,მერე კიდე და ასე შემდეგ.
ანუ შევთანხმდით რომ ‘დრო’ ფაქტიურად ვერ აღწევს 12 საათს. :)
მაგრამ როგორც ვიცით დრო მიდის კიდევაც 12მდე და ასწრებს კიდევაც(იმ სვანისა არ იყოს ცოლს რო გადაასწრო :დ). ანუ გამოგვაქ დასკვნა : არსებობს ზღვარი(სტატიკური, არც მეტი არც ნაკლები) რომლითაც დრო მიიწევს წინ,რაღაც მცირე დანაყოფებით. და 12 საათს ახტება იმიტო რო წეღან ვნახეთ რო 12 ვერ ხდება .. :)

ჰა, ხო მაგარი ვარ?:დ

მერე კიდევ უფრო დამაჯერებელს გავხდი ჩემს ჰიპოთეზას :გივიკო:…

Advertisements

სტატისტიკა:

  • 26,748 hits

free counters

აბირჟავებენ