Archive for the 'პროგრამირება' Category

First Steps With Python_Mutable & immutable objects

ზოგიერთი ობიექტი პითონში მაგალითად string-ები tuple-ები და number-ები არიან immutable(უცვლელნი), მათი შეცვლა ფუნქციაში/მეთოდში შექმნის ახალ ცვლადს და ფუნქციის გარეთ ცვლადები ხელუხლებელი დარჩება, ხოლო list-ისა და dictionary-ს შეცვლა არ შექმნის ახალ ცვლადს და შესაბამისად ცვლილება აისახება ფუნქციის გარეთ. ასეთ ტიპებს mutable(ცვალებადი) ობიექტები ჰქვიათ.

ლუქ ეთ ზის:
list=[123,456,789]
dic={"123":"abc","456":"def","789":"ghi"}
def change(a,b):
        a.remove(123)
        b.pop(“123”)

change(list,dic)
print list
print dic

Continue reading ‘First Steps With Python_Mutable & immutable objects’

Advertisements

პითონის სკრიპტების კომპილირება EXE გაფართოების ფაილად.

ოფიციალური საიტი პროგრამისა რომელსაც გამოვიყენებთ.

აქ დამწყებებს აგიხსნით თუ როგორ დააკომპილიროთ თქვენი სკრიპტები windows executable ფაილებად.

ვიწერთ py2exe-ს პითონის შესაბამისი ვერსიისთვის და ვაინსტალირებთ იქ სადაც გვაქ პითონი(მაგალითად c://python26).
დალშე ვქმნით ორ ფაილს(იმავე ფოლდერში სადაც გვაქ სკრიპტი): setup.py, click.py

click.py-ში ეწერება:
from os import system
system(“setup.py py2exe”)

ვთქვათ სკრიპტს ჰქვია:Our_script.py

setup.py-ში ეწერება:
from distutils.core import setup
import py2exe
setup(console=[“Our_script.py”])

თუ Our_script.py არი GUI პროგა და არ გინდათ კონსოლი გამოჩნდეს,მაშინ:
1) Our_script.py გადავარქვათ ასე: Our_script.pyw
2) setup.py-ში ჩაწერეთ:
from distutils.core import setup
import py2exe
setup(console=["Our_script.pyw"],windows = ["Our_script.pyw"])

Continue reading ‘პითონის სკრიპტების კომპილირება EXE გაფართოების ფაილად.’

რატომ პითონი?

  1. სინტაქსს საშუალო დონეზე ძალიან მალე ისწავლი. საუბარია საათობრივ თანრიგზე და არა დღეზე, კვირაზე ან თვეზე.
  2. pdb მოდულით თავისუფლად შეგიძლია გააჩერო პროცესი სადაც გინდა. დებაგერია.
  3. აქვს ძალიან გამოსადეგი მოდულები.
  4. მოჰყვება ოფლაინ დოკუმენტაცია (ინტერნეტი აღარაა პრობლემა მაგრამ მაინც:) ) ცალკე მოდულად, სადაც ყველა მოდული კარგადაა ახსნილი.
    import pydoc
    pydoc.gui()
  5. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება მარტივია.
  6. პითონი არის მკაცრი ენა. ერთი რაღაცა ყველაზე მარტივად შეიგძლია გააკეთო მხოლოდ ერთი გზით,დანარჩენი თუ იქნა ე.ი. რთული გზაა.
  7. IPython არის ძალიან კარგი REPL(ანუ იგივე კონსოლი)
  8. თუ გინდა რომ დაათვალიერო კლასი, მოდული ან საერთოდაც ნებისმიერი ტიპის ობიექტი იყენებ დაჩდგმულ ფუნქციას: dir. ვთქვათ გვაქ ობიექტი X მასზე ინფორმაციას მოვიპოვებთ ასე: dir(x). რაც ჩემი აზრით დამწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ასათვისებლად. ეს ფუნქცია კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ტურისტებისთვის , ანუ მათთვის ვინც არჩევს პითონს კოდს და შეიძლება არ იყოს ენის სწავლით დაინტერესებული, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალურები და ვთქვათ სიმართლე: მავანი რომკბილს მოუსინჯავს პითონს ვეღარ შეელევა მერე მას :)).
  9. აქვს შესანიშნავი გარე მოდულები (sympy,skype4py,numpy), უბრალოდ გაოცდები.
  10. py2exe საშუალებას იძლევა კოდი გაშვებადი გახადო, კომპზე სადაც პითონი არაა დაყენებული. ამას აკეთებს ინტერპრეტატორის და ბიბლიოთეკების მიბმით დაკომპილირებულ კოდთან ერთად. ცოტა ჩალიჩის მერე ერთი exe ფაილიც შეგიძლია მიიღო.
  11. Jpython JVM-სი ხოლო IronPython CLR (.NET) იმპლემენტაციებია.
  12. თითქმის ყველაფერი არის ძალიან კარგად დოკუმენტირებული.
  13. აქვს OpenGL მხარდაჭერა (PyOpenGL)
  14. GUI Toolkit-ის ფარტო ასორტიმენტი.
  15. ლინუქსის ზოგიერთ დისტროს (უბუნთუს მაგალითად) მოჰყვება დაყენებული უკვე.
  16. import this

First Steps With Python_Functions

ფუნქციები პითონში არის დაძახებადი ობიექტები(დაძახება გამოიხატება ობიექტის ბოლოში () სიმბოლოების მიწერა), რომლებსაც შეიძლება გადავცეთ რაღაც არგუმენტები(პარამეტრები),და ასევე დაგვიბრუნოს რაიმე ობიექტი.

ფუნქციის აღწერა ხდება “def”(define ინგლ.–განსაზღვრა)–ის დახმარებით. ფრჩხილებში მოთავსებულია ზემოთ ნახსენები არგუმენტები(პარამეტრები)

აღწერის ზოგადი სახეა:
def funqciis_saxeli(argument1,argument2,…):
    …ბრძანებები…
    …ბრძანებები…
    …ბრძანებები…

ფუნქციის გამოძახება:
funqciis_saxeli(argument1,argument2,…)
მარტივი მაგალითი:
def Add_Numbers(a,b):
    c=a+b
აჰა, ყველაფერი კარგადაა მაგრამ ამ ფუნქციას ვერ გამოვიყენებთ თუ ჯამი არ დავაბრუნეთ, რაც ხდება return ბრძანებით:
def Add_Numbers(a,b):
    c=a+b
    return c
Continue reading ‘First Steps With Python_Functions’

First Steps With Python_If/Elif/Else/For statements

ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი განავხადი(statement) არის if/else/elif, მას ისეთივე გამოყენება აქვს როგორიც უამრავ სხვა ენებში.
if განაცხადი საჭიროა იმისთვის რომ პროგრამამ მიიღოს გადაწყეტილება თავისით. თუ განაცხადისთვის მიცემული ინფორმაცია ჭეშმარიტია იგი შეასრულებს შესაბამის ბრძანებებს.მისი ზოგადი სახეა:

“if” bool_cvladi “:”
  ბრძაენები1
  ბრძაენები2
  ბრძაენები3
“elif” bool_cvladi “:”
  ბრძაენები4
  ბრძაენები5
  ბრძაენები6
“else:”
  ბრძაენები7
  ბრძაენები8
  ბრძაენები9

ბრჭყალებში მოთავსებული სიტყვები/სიმბოლოები უცვლელია,ანუ აუცილებელია განცხადების გასაკეთბლად. ხო ნუ elif და else აუცილებელი არ არის.
bool_cvladi თუ იქნება True, შემდგომი ბრძანებები(ბრძაენები1,ბრძაენები2,ბრძაენები3), რომელიც დააკვირდით და კარგად დაიმახსოვრეთ რომ if განაცხადის მარჯვინაა(და ქვევით-რავიცი ავღნიშნოთ მაინც :D) შესრულდება.
bool_cvladi არის False შესაბამისად არ გადავა if-ის ბრძანებებზე და გადავა elif/else-ზე თუ არის იგი რათქმაუნდა.
else თუ არის იგი სრულდება ყველაზე ბოლოს როცა არც if და არც elif ის ცვლადები(bool_cvladi) არ იქნებიან ჭეშმარიტები.
: <<ეს ორწერტილი დაახლოებით იგივეა რაც {} C/C++-ში, ან begin&end პასკალში, დაახლოებით იმიტომ რომ ორწერტილი მხოლოდ დასაწყისშია.
დასასრულის როლს აქ ბრძანებების "შეწევა", ანუ if/elif/else-ს
elif არის შემოკლებით else if.
ასევე არაა აუცილებელი bool_cvladi აუცილებლად იყოს bool ცვლადი, თუ ეს მართლა არაა ბულის ტიპის მაშინ პითონი(იგულისხმება ინტერპრეტატორი) თვითონ გადააქცევს მას bool-ად.
მაგალითები:
Continue reading ‘First Steps With Python_If/Elif/Else/For statements’

რამოდენიმე საიტი პროგრამისტებს

ხო რავიცი პითონის ან სხვა ენის ინტერპრეტატორის/კომპილერის დაყენების გარეშე კაი იქნებოდა არა სკრიპტების გასინჯვა?

-კი: ))

ხოდა აგერ:

pastebin.com – საიტი სადაც შეგიძლიათ ამ ენებზე დაწერილი სკრიპტები შეამოწმოთ:
ABAP,ActionScript,ActionScript 3,Ada,Apache Log,AppleScript,APT Sources,ASM (NSM),ASP,AutoIt,Avisynth,Bash,Basic4GL,BibTeX,Blitz Basic,BNF,BOO,BrainFuck,C,C or Macs,C Intermediate Language,C#,C++,CAD DCL,CAD Lisp,CFDG,Clone C,Clone C++, Make,COBOL,ColdFusion,CSS,D,DCS,Delphi,Diff,DIV,DOS,DOT,Eiffel,Email,Erlang,FO anguage,Fortran,FreeBasic,Game Maker,Genero,GetText,Groovy,Haskell,HQ9 Plus,HTM, IDL,INI file,Inno Script,INTERCAL,IO,Java,Java 5,JavaScript,KiXtart,Latex,Lindn Scripting,Lisp,Loco Basic,LOL Code,Lotus Formulas,Lotus Script,LScript,Lua,M6000 Assembler,Make,MatLab,MatLab,mIRC,Modula 3,MPASM,MXML,MySQL,NullSoft Instaler,Oberon 2,Objective C,OCalm Brief,OCaml,OpenGL Shading,Openoffice BASIC,Oracl 11,Oracle 8,Pascal,PAWN,Per,Perl,PHP,PHP Brief,Pic 16,Pixel Bender,PL/SQL,POV-
ay,Power Shell,Progress,Prolog,Properties,ProvideX,Python,QBasc,Rails,REBOL,REG,Robots,Ruby,Ruby Gnuplot,SAS,Scala,Scheme,Scilab,SdlBasic,Smaltalk,Smarty,SQL,T-SQL,TCL,TCL,Tera Term,thinBasic,TypoScript,unrealScript,VB.N
T,VeriLog,VHDL,VIM,Visual Pro Log,VisualBasic,VisualFoxPro,WhiteSpace,WHOIS,Win Batch,XML,Xorg Config,XPP,Z80 Assembler. მაგრამ მხოლოდ შეამოწმოთ სინტაქსი.

codepad.org-საიტი სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ და გაუშვათ(!) ამ ენებზე დაწერილი კოდები:
C,C++,D,Haskell,Lua,OCaml,PHP,Perl,Python,Ruby,Scheme,Tcl

რათქმაუნდა შეზღუდვები აქვთ რომელიღაც ფუქნციებზე მაგალითად ფაილის წაშლა :D,დირექთორიების დათვალიერება და ყველაფერი ის რამაც შეიძლება სერვერის სექიურითი დააზიანოს. : ))

ID3 Tag Editor(GUI) using wxPython

უმრავლესობა(გარდა wave-ისა და სხვა რამოდენიმესი) აუდიო ფაილს აქვს ტეგები, რომლებიც აღწერენ ფაილს(უფრო სწორად სიმღერას/მუსიკას) მისი შემსრულებლის, შესრულების დროის(წლით), ალბომის სახელის, სიმღერის სახელის და სხვის მიხედვით. ასევე კომენტარების ჩაწერაც შეიძლება ტეგებში.

ხოდა ბევრი პროგრამით შეიძლება მათი შეცვლა, ერთ-ერთი ესაა :D

პროგის გასაშვებად აუცილებლად უნდა გეყენოთ wxPython,ვიწერთ აქედან.
არ იმუშავებს python 3.x ვერსიებზე(2to3-ც არ უშველის), ნუ თუ რამეა python 2.5 გამოიყენეთ,საიდან ვიწერთ ვიცით : )).მადლობა პატრულს :D
ხო, დანარჩენი რაღა გითხრათ პროგა რო გაეშვება იქნება რამოდენიმე ღილაკი:open,lets do it,clear tags,close.პირველი ხსნის ფაილის გასახსნელ დიალოგს,მეორე შეცლილ ტეგებს გადააკეთებს ფაილში, მესამე მიწერია ზევით,ბოლო ხურავს პროგას.

ნუ შეგიძლიათ სორსს გადახედოთ(პატარაა ;))
კლას ID3Editor-ში
open-ს აკისრია დიალოგური ბოქსის მეშვეობით აუდიო ფაილის გახსნა.

ClearTAGS ფუნქცია შლის რამე თუა ჩაწერილი ტექსტ ადგილებში

redact ფუნქცია იღებს ტექსტარეა-ებიდან მონაცემებს და მის მიხედვით არედაქტირებს ტეგებს.

source:
Continue reading ‘ID3 Tag Editor(GUI) using wxPython’


სტატისტიკა:

  • 27,634 hits

free counters

აბირჟავებენ