Posts Tagged 'რატომ პითონი'

რატომ პითონი?

  1. სინტაქსს საშუალო დონეზე ძალიან მალე ისწავლი. საუბარია საათობრივ თანრიგზე და არა დღეზე, კვირაზე ან თვეზე.
  2. pdb მოდულით თავისუფლად შეგიძლია გააჩერო პროცესი სადაც გინდა. დებაგერია.
  3. აქვს ძალიან გამოსადეგი მოდულები.
  4. მოჰყვება ოფლაინ დოკუმენტაცია (ინტერნეტი აღარაა პრობლემა მაგრამ მაინც:) ) ცალკე მოდულად, სადაც ყველა მოდული კარგადაა ახსნილი.
    import pydoc
    pydoc.gui()
  5. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება მარტივია.
  6. პითონი არის მკაცრი ენა. ერთი რაღაცა ყველაზე მარტივად შეიგძლია გააკეთო მხოლოდ ერთი გზით,დანარჩენი თუ იქნა ე.ი. რთული გზაა.
  7. IPython არის ძალიან კარგი REPL(ანუ იგივე კონსოლი)
  8. თუ გინდა რომ დაათვალიერო კლასი, მოდული ან საერთოდაც ნებისმიერი ტიპის ობიექტი იყენებ დაჩდგმულ ფუნქციას: dir. ვთქვათ გვაქ ობიექტი X მასზე ინფორმაციას მოვიპოვებთ ასე: dir(x). რაც ჩემი აზრით დამწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ასათვისებლად. ეს ფუნქცია კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ტურისტებისთვის , ანუ მათთვის ვინც არჩევს პითონს კოდს და შეიძლება არ იყოს ენის სწავლით დაინტერესებული, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალურები და ვთქვათ სიმართლე: მავანი რომკბილს მოუსინჯავს პითონს ვეღარ შეელევა მერე მას :)).
  9. აქვს შესანიშნავი გარე მოდულები (sympy,skype4py,numpy), უბრალოდ გაოცდები.
  10. py2exe საშუალებას იძლევა კოდი გაშვებადი გახადო, კომპზე სადაც პითონი არაა დაყენებული. ამას აკეთებს ინტერპრეტატორის და ბიბლიოთეკების მიბმით დაკომპილირებულ კოდთან ერთად. ცოტა ჩალიჩის მერე ერთი exe ფაილიც შეგიძლია მიიღო.
  11. Jpython JVM-სი ხოლო IronPython CLR (.NET) იმპლემენტაციებია.
  12. თითქმის ყველაფერი არის ძალიან კარგად დოკუმენტირებული.
  13. აქვს OpenGL მხარდაჭერა (PyOpenGL)
  14. GUI Toolkit-ის ფარტო ასორტიმენტი.
  15. ლინუქსის ზოგიერთ დისტროს (უბუნთუს მაგალითად) მოჰყვება დაყენებული უკვე.
  16. import this
Advertisements

სტატისტიკა:

  • 26,748 hits

free counters

აბირჟავებენ