Posts Tagged 'variables'

First Steps With Python_Mutable & immutable objects

ზოგიერთი ობიექტი პითონში მაგალითად string-ები tuple-ები და number-ები არიან immutable(უცვლელნი), მათი შეცვლა ფუნქციაში/მეთოდში შექმნის ახალ ცვლადს და ფუნქციის გარეთ ცვლადები ხელუხლებელი დარჩება, ხოლო list-ისა და dictionary-ს შეცვლა არ შექმნის ახალ ცვლადს და შესაბამისად ცვლილება აისახება ფუნქციის გარეთ. ასეთ ტიპებს mutable(ცვალებადი) ობიექტები ჰქვიათ.

ლუქ ეთ ზის:
list=[123,456,789]
dic={"123":"abc","456":"def","789":"ghi"}
def change(a,b):
        a.remove(123)
        b.pop(“123”)

change(list,dic)
print list
print dic

Continue reading ‘First Steps With Python_Mutable & immutable objects’

Advertisements

First Steps With Python_ცვლადები

მანამ ცვლადებზე გადავალთ, კომენტარები. პითონი კომენტარებს აღიქვამს # ამ სიმბოლოს შემდომ სიმბოლოებს ახალ ხაზამდე!

მაგრამ კომენტარის გაკეთება ეშმაკურადაც: სამ ბრჭყალებში(""" CommentText """) მოთავსებული ტექსტი საერთოდ არის DocString–ი(კლასებზე დაფუნქციებზე რომ გადავალთ დავაზუსტებ),რომელიც ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კომენტარი…

ცვლადების მინიჭება უმარტივესია,პითონში მისი ზოგადი სახე ასეთია:
variable_name=value
სადაც variable_name ცვლადის სახელია, ხოლო value მნიშვნელობა. ხოლო “=” ეს სიმბოლო არის მინიჭების სიმბოლო.

variable_name უნდა დაიწყოს ალფაბიტით ან ქვედატირეთი(underscore) ანუ a-Z ან _
variable_name ვერ იქნება ვერცერთი keyword. ხოლო keyword–ებია:
False,class,finally,is,return,None,continue,for
lambda,try,True,def,from,while,and,del,global
not,with,as,elif,if,or,yield,assert,else,import,in
pass,break,except,raise

კივორდების “საქმიანობებს” განვიხილავ მერე :)

მონაცემთა ტიპები:
არსებობს 6 ძირითადი ტიპი პითონში, ესენია:
1)integer–მთელი რიცხვი
2)long integer–დიდი დიაპაზონის მთელი რიცხვი
3)float–მცურავწერტილიანი რიცხვი,ანუ ათწილადი.
4)string–ტექსტი
5)list–სია,მონაცემებთა ერთობლიობა, რომელთა ინდექსირება ხდება რიცხვებით.
6)dictionary–სია,მონაცემებთა ერთობლიობა, რომელთა ინდექსირება ხდება ნებისმიერი string–ით.

მონაცემების მინიჭება ცვლადებზე(შესაბამისობა დაცულია):
1)My_INT=5
2)My_L_INT=-123L
3)My_FLOAT=-23.8
4)My_STRING="chemi teqsti :D ormagi brchyalit"
ასევე შესაძლებელია ასე:
4*)My_STRING_='chemi teqsti :D apostrofit'
4**)My_STRING__="""chemi teqsti :D sami brchyalit
romelsac sheudzlia axal xazzec wakitxva :))"""

^ამ შემთხვევაში ეს სამი ბრჭყალები Doc String-ად არ ჩაითვლება. ამ სამ ბრჭყალს აქ ის გამოყენება აქ რომ აღარ ხდება საჭირო ახალი ხაზის(‘\n’) სიმბოლოს გამოყენება.^
5)My_LIST=["dabaduba",26987,-9L,"""xazi#1
xazi#2""",0.003,[":)",'(:']]

–როგორც ხედავთ სია უნდა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში. ასევე შესაძლებელია სიაში იყოს სია.
6)My_DICT={"magida":"table","skami":"chair","dzagli":"dog"}
–როგორც ხედავთ dictionary ფიგურალურ ფრჩხილებშია მოთავსებული ინდექსი და ველი(ანუ სიის წევრი) ‘:’ ამით არის გამოყოფილი.
შენიშვნა ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ:
a=b=c=d=5. მთავარია 5–ი იყოს ბოლოში. და ასეთი რამაც:
a,b,c,d=5,5,5,5.მთავარია 5იყოს იმდენჯერ რამდეჯერაც ცვლადებია მძიმით გამოყოფილი.

Python Trick: სხვა ენებში როცა გვინდა ცვლადებს(ვთქვათ a,b–ს) მნიშვნელობები გავცვალოთ ვაკეთებთ ასე:
droebiti_cvladi=a
a=b
b=droebiti_cvladi

მაგრამ პითონი გვაძლევს საშუალებას მარტივად გამოვიყენოთ მისი სინტაქსის ეს ნაწილი(გავიხსენოთ a,b,c,d=5,5,5,5)
a,b=b,a
[Python RuleZ :))]

მონაცემების მიღება(შესაბამისობა დაცულია,ანუ ზედა ექსვსიდან პირვლი პირველს ემთხვევა):
1)print My_INT-არაფერი განსაკუთრებული დაბეჭდავს ხუთიანს.
2)print My_L_INT-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს -123-ს და L-საც,ანუ:-123L.
3)print My_FLOAT-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს -23.8-ს
4)print My_STRING-არაფერი განსაკუთრებული, დაბეჭდავს “chemi teqsti :D ormagi brchyalit” (ბრჭყლაების გარეშე).
შენიშვნა: სთრინგის სიმბოლოზე წვდომა შეიძლება კუთხოვანი ფრჩხილით,რომელთა შორის იქნება რიცხვი, რომელიც გვეუბნება თუ მერამდენეა,ის. ანუ:
print My_STRING[0]–დაბეჭდავს:c–ს. იმიტომ რომ ის რიცხვი კი არ გვიჩვენებს მერამდენეა, არამედ თუ რამდენი სიმბოლოს შემდეგია სიმბოლო. ანუ:
print My_STRING[10]–დაბეჭდავს t-ს. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ პითონი ათვლას იწყებს 0–დან.
5)print My_LIST[0] აქაც იგივე პირველი წევრის გამოძახებისთვის კვ. ფრჩხილებში–0,მეორესთვის–1, დაასე შემდეგ. ანუ
My_LIST[0] არის: dabaduba
My_LIST[1] არის: 26987 და
My_LIST[3] არის:
xazi#1
xazi#2
6) აქაც სიის მსგავსად კვ. ფრჩხილები, და ახლა რიცხვის მაგიერ სთრინგი, რომელიც :–ის მარცნივ დგას. ანუ My_DICT–დან თუ გვინდა მაგიდის თარგმანი
(ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სიას ლექსიკონის დანიშნულება მივეცი,თან სიმბოლურია, სიის ტიპი ხომ dictionary–ა:)) ვწერთ ასე:My_DICT["magida"]. ფუნქცია დააბრუნებს: table–ს.
თუ დავწერთ My_DICT["skami"] იქნება chair. ალბათ გასაგებია ხომ?

PROBLEMS(შეამოწმე შენი თავი:)))
1)რომელია სწორი ფორმა?
a. _GiO_DiX="""" Gio Dixtosa :D"""
b. cvladi#1=12L
c. cvladiN-1=-89
d. False=-9L
პასუხი:a

რომელია არასწორი ფორმა?

a. VaRiaBle="True"

b. sityva="stringua :D'

c. RETURN= "-<?"

d. true,false="martalia",-1

პასუხი:b


სტატისტიკა:

  • 27,634 hits

free counters

აბირჟავებენ